შადრევანის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო - სარეაბილიტაციო სამუშაოებში მომუშავე პირი

13.10.22 17:21
შადრევანის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო - სარეაბილიტაციო სამუშაოებში მომუშავე პირი

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო“ - ამის შესახებ „პირველებს“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში მომუშავე პირმა უთხრა. 

მისი თქმით, შადრევნის მიმდებარედ შემოსაზღვრული არ იყო და არც გამაფრთხილებელი ნიშნები იდგა.

მოქალაქეების თქმით კი, რომელბიც ვაკის პარკს თითქმის ყოველ დღე სტუმრობენ, ამბობენ, რომ 2 კვირის წინ იყო ჩართული შადრევანი და მის შემდეგ ის ჩართული აღარ უნახავთ.

მოქალაქეები მომხდარ ტრაგედიაში თბილისის მერიას ადანაშაულებენ.

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში  ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას  სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.  


 

მსგავსი სიახლეები