ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - რას ამბობს 55-ე სკოლის დირექტორი
ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევა - 55-ე სკოლის დირექტორი „პირველებთან“ ამბობს, რომ მოზარდები სკოლაში დღეს საერთოდ არ ყოფილან და ამის შესახებ დამრიგებელმა მოსწავლეების მშობლებს დილითვე შეატყობინა.
„მოსწავლეების ნაწილი არ გამოცხადდა სკოლაში. დამრიგებელმა ამის შესახებ მშობლებს შეატყობინა. სამი მოსწავლე იყო მხოლოდ კლასში. სკოლას მანდატურები და დარაჯები აკონტროლებენ, ამიტომაც მოსწავლეები ხოლოდ მასწავლებლის ნებართვით გადიან“.- ამბობს დირექტორი.
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.