ასე გამოიყურება ამ წუთებში, ვაკის პარკის შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა
ასე გამოიყურება ამ წუთებში ვაკის პარკის შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პარკში, სადაც კახი კალაძე სიყვარულის, მეგობრობის და ქალაქური თანაცხოვრების ახალი ისტორიების დაწერას გვპირდებოდა, დღეს სულ სხვა ისტორია დაიწერა.
რამდენიმე საათის წინ ეს ადგილი სამაშველო ოპერაციის ეპიცენტრი იყო. თვითმხილველები სამი მოზარდის გადარჩენას ცდილობდნენ. მე-8 კლასელი ბავშვები წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.
13 წლის გოგონას დენის დარტყმის შემდეგ გული გაუჩერდა. საქართველსოს ჩემპიონი ჩოგბურთში ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.