ვაკის პარკში სახანძრო მანქანა შეიყვანეს- 8 საათზე მეტია, ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ხორციელდება

13.10.22 20:17
ვაკის პარკში სახანძრო მანქანა შეიყვანეს- 8 საათზე მეტია, ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ხორციელდება

ვაკის პარკში 8 საათზე მეტია, იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო ქმედებები ხორციელდება. ბოლო ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე სამარტალდამცველებმა შეიყვანეს სახანძრო დახმარების მანქანა, რათა შადრევანში არსებული წყლის ამოტუმბვა მოხდეს და სპეციალისტებს ადგილზე მუშაობის საშუალება მიეცეთ. 

ცოტა ხნის წინ ექსპერტებმა დენისა და წყლის გენერატორი გახსნეს. ხდება ნიმუშებისა და ბიოლოგიური მასალის აღება.

რაც შეეხება დაზარალებული მოზარდების მდგომარეობას, ერთ ერთი მათგანის, 13 წლის ბიჭის,  სიცოცხლის გადასარჩენად კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალის " ექიმები იბრძვიან. 

ტრაგედია ვაკის პარკში- საქართველოს მთელი მასშტაბით გლოვაა გამოცხადებული. 

მსგავსი სიახლეები