მოზარდები შადრევანში - კადრები, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული (ვიდეო)
კადრები, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ვიდეოში ჩანან მოზარდები, რომლებიც შადრევანში არიან ჩასულები და ერთობიან.
კადრებს სააგენტო „თაიმერი“ ავრცელებს.
კადრებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ გარკვეულ მომენტში მოხდა ის საბედისწერო დაზიანება, რამაც ტრაგედია გამოიწვია.
არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს მერიის მიერ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი.
კადრების გაშიფვრის შემდეგ,შესაძლოა, გამოძიებისთვის ბევრი საინტერესო გარემოება იქნას დადგენილი.
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში დღეს მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.