"აგოს პასუხი კახა კალაძემ"- პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

13.10.22 21:10
"აგოს პასუხი კახა კალაძემ"- პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

"აგოს პასუხი კახა კალაძემ"- ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი და კულტურის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დღეს ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ მიიყვანა. შეკრებილები დედაქალაქის მერი პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კალაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ისინი ასევე მოიითხოვენ, დეპუტატის მანდატი დატოვოს გიორგი ამილახვარმა. 

რუსთაველიზ გამმზირზე ადამიანების ნაკადი არ წყდება. ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეებმა  სანთლები და სათამაშოები მიიტანეს.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ხვალვე 17:00 საათზე ტრაგედიის ადგილზე, საბედისწერო შადრევანთან აქციაა დაგეგმილი. 

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში  დღეს მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას  სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.  

მსგავსი სიახლეები