თუ რამე დანაშაული მაქვს, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი - კალაძე

13.10.22 22:56
თუ რამე დანაშაული მაქვს, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი  - კალაძე

თუ რამე დანაშაული მაქვს, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

კახა კალაძე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მის მშობლებს ესაუბრა.

პირველ რიგში, დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის, მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი, - თქვა კალაძემ.

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში  დღეს მოხდა. მოზარდები ახლადგახსნილ შადრევანში ბურთის ამოღების მიზნით ჩავიდნენ, სადაც მათ დენმა დაარტყათ. სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის, 13 წლის გოგონას  სიცოცხლის გაადარჩენა ვერ მოხერხდა.   

მსგავსი სიახლეები