პირველი ინტერვიუ მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა

14.10.22 10:35
პირველი ინტერვიუ მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა

მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა პირველი, ექსკლუზიური ინტერვიუ "ტვ პირველმა" ჩაწერა. 

დევი მეზურნიშვილი "პირველებთან" იხსენებს, რომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, თუმცა გოგონა უკვე არაკონტაქტური იყო. 

მისივე განცხადებით, სამი მოზარდიდან არც ერთი კონტაქტური არ იყო. 

გარეთ უამრავი ხალხი იყო, გავიგე, რომ შველას ითხოვდნენ, გავიქეცი, დამხვდა სამი ბავშვი. დაუყოვნებლივ ჩავედი და სამივე ამოვიყვანე. სანამ ის ორი გამოვიყვანე, მესამესთან მისვლა გართულდა. შადრევანი მალევე გამორთეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ. ის ბავშვიც ამოვიყვანე, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. ყველა ცდილობდა მის გადარჩენას, პირველადი დახმარება მეც გავუწიე მაგრამ..."- თქვა მეზურნიშვილმა. 

 

 

 

კაცი, რომელიც ვაკის არკში შადრევანში ბავშვების გადასარჩენად შევიდა დევი მეზურნიშვილია. ეს უკანასკნელი უფროსი მებაღეა.

თვითმხილველთა თქმით, ბავ­შვე­ბის ამო­საყ­ვა­ნად შად­რე­ვან­ში მა­მა­კა­ცი დაუფიქრებლად შე­ვი­და. მან ორი ბავ­შვის ამოყვანა შეძლო. 

 

მსგავსი სიახლეები