გარდაცვალება არის დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა... - ილია მეორემ მარიტა მეფარიშვილის მშობლებს მიუსამძიმრა
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, - სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა.
ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე" - წერია სამძიმრის წერილში.