ბავშვები თავჩაკიდებული იყვნენ წყალში, დევიმ 2 გამოიყვანა, მესამესთან ვერ მივიდა, დენი ითრევდა - თვითმხილველი

14.10.22 13:24
ბავშვები თავჩაკიდებული იყვნენ წყალში, დევიმ  2 გამოიყვანა, მესამესთან ვერ მივიდა, დენი ითრევდა - თვითმხილველი

მკვლელი შადრევანი თბილისის ცენტრში - ,,ტვ პირველმა" იმ ადამიანების ჩაწერა მოახერხა, ვინც ტრაგედიის დროს ადგილზე იმყოფებოდა. მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იხსენებს, თუ როგორ გადაარჩინა მისმა კოლეგამ ბავშვები.

შადრევანთან თამაშობდნენ, ჩამომსხდარი იყვნენ, ძალიან ბევრი იყვნენ. ჩვენ აქ ვმუშაობდით. მაგათი ერთი ბავშვი მოვიდა - გვიშველეთო, ბავშვები შევიდნენო და ვერ გამოდიანო.

როცა მივედით, თავჩაკიდებულები იყვნენ წყალში. მერე გადახტა ჩვენი თანამშრომელი, დევი მეზურნიშვილი, ვინც ახლოს იყო, ის ბავშვი გამოიყვანა ეგრევე, მეორეც ცუდად იყო, გაშავებული. მესამე გოგოსთან ახლოს ვერ მიდიოდა, რადგან დენი ითრევდა. ეგრევე გამოვართვევინეთ დენი, მაგრამ როცა გამოვიყვანეთ, გაშავებული იყო. სუნთქვაც ჩავუტარეთ, მასაჟები, ყველაფერი, მერე სასწრაფო მოვიდა ეგრევე, პულსი აღუდგინეს, მაგრამ სამწუხაროდ საავადმყოფოში დაღუპულა - უყვება ,,ტვ პირველს" თვითმხილველი, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

დილიდან ხალხმრავლობააა ვაკის პარკში. ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. სხვადასხვა ასაკის ადამიანებს  მკვლელ შადრევანთან ყვავილები  მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამ ფორმით პატივს მიაგებენ 13 წლის დაღუპული მოზარდის ხსოვნას.

ვაკის პარკში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა, ამოღებულია ელექტრომოწყობილობები.  ახლა ყველა ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები