სასიხარულო ინფორმაცია "ნიუ ჰოსპიტალიდან" - ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი კონტაქტური გახდა

14.10.22 13:07
სასიხარულო ინფორმაცია "ნიუ ჰოსპიტალიდან" - ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი კონტაქტური გახდა

სასიხარულო ინფორმაცია "ნიუ ჰოსპიტალიდან" - ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი კონტაქტური გახდა. რამდენიმე წუთის წინ ლაზარემ ბუნებრივად გამოიღვიძა, ტვინის ფუნქციონირება აღდგა და დაფიქსირდა პირველი რეფლექსებიც. ბიჭმა ხელ-ფეხი გაამოძრავა. 

სკოლის მოსწავლე ამ დრომდე რეანიმაციულ ბლოკში მართვით სუნთქვაზე რჩება. 

ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 

მომხდარის შედეგად 13 წლი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მსგავსი სიახლეები