ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი აპარატიდან მოხსნეს
სასიხარულო ინფორმაცია "ნიუ ჰოსპიტალიდან" - ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. მანამდე, დაახლოებით 2 საათით ადრე, 13 წლის ლაზარე კონტაქტური გახდა.
ამასთან, "ნიუ ჰოსპიტალიდან" გამოსულმა ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, "იაშვილის კლინიკაში" მოთავსებული კიდევ ერთ მოზარდს, ანდრია უახლოეს ერთ საათში გაეწერება.
ლაზარეს მდგომარეობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრე ექიმთან, რეანიმატოლოგთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ.
რაც შეეხება მესამე ბავშვს ანდრიას, ის შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში გაეწეროს იაშვილის კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ.
მომხდარის შედეგად 13 წლი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.