"ლაზარე კონტაქტურია" - ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი მშობლებს ესაუბრა
ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარე მშობლებს ესაუბრა - ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალის" ექიმმა, დავით ციბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგოიმარეობა გაუმჯობედდა და ლაზარე კონტაქტურია.
ექიმის თქმით, ანოქსიური დაზიანებები დაძლეულია, თუმცა მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა გარკვეული რისკები კვლავ რჩება.
ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა უკვე მშობლებსაც. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათისთვის, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანოქსიური დაზიანება მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე. გართულებების საშიშროებები ჯერ ისევ რჩება, 72 საათი ჯერ არ გასულა და დარჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ"- თქვა მედიკოსმა.
მისი თქმით, პაციენტის უცხოეთში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს.
კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია - ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ.
მომხდარის შედეგად 13 წლი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.