შემოწმებული იყო თუ არა ვაკის პარკის შადრევანი - მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი კითხვებს არ პასუხობს

14.10.22 15:10
შემოწმებული იყო თუ არა ვაკის პარკის შადრევანი - მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი კითხვებს არ პასუხობს

მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი კითხვებს არ პასუხობს. 

ლაშა სამხარაძე ვერ ამბობს, იყო თუ არა ლაბორატორიული ექსპერტიზა ჩატარებული ვაკის პარკში, იქამდე ვიდრე მკვლელ შადრევანს თბილისის მერი საზეიმოდ გახსნიდა. 

„პირველების“ კითხვაზე, შემოწმებული ჰქონდა თუ არა ვაკის პარკის შადრევანი მუნიციპალურ ლაბორატორიას, სამხარაძე გვპასუხობს, რომ ვერ დაგველაპარაკება. 

ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. ხოლო ტექნიკურ ზედამხედელობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია. 

შეგახსენებთ, რომ შესყიდვების პორტალზე ყველა სატენდერო დოკუმენტაცია დევს, გარდა ერთისა. აქამდე არ ვიცით, ჩატარდა თუ არა შადრევანზე შემოწმება ოფიციალურად.

მსგავსი სიახლეები