თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სავარაუდოდ ჯაბა სამუშია იქნება

14.10.22 15:48
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სავარაუდოდ ჯაბა სამუშია იქნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა შეიტანა - გიორგი შარვაშიძის ადგილმონაცვლე დროებით სავარაუდოდ  ჯაბა სამუშია იქნება.

ჯაბა სამუშიას კანდიდატურა ახლა საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს და შემდეგ ფარული კენჭის ყრით 6 თვის ვადით თანამდებობაზე დაატკიცოს. კანონის მიხედვით, 6 თვის ვადით არჩეულ რექტორს არ აქვს უფლება, რექტორის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა, შესაძლოა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ წესდება შეცვალოს და ჯაბა სამუშიას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

რექტორის ერთი კანდიდატის არსებობა და არჩევის წესში ცვლილების შეტანა უკვე კითხვების გარეშე დასტურია იმისა, რომ არსებული ერთადერთი კანდიდატურა არის მმართველი პარტიის მიერ შერჩეული, რომელიც მუდმივად გაატარებს ხელისუფლების ინტერესებს. 

შესაბამისად, ეს აქტი არის იმისკენ მიმართული, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელი შემადგენლობა  ემორჩილებოდეს ,,ოცნების" პოლიტიკურ ნებას - აცხადებს ექსპერტი, მარიამ რამინაშვილი.

სამუშია თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და თეა წულუკიანის ნდობით აღჭურვილი პირია, რომელსაც რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დიდი ფინანსები ჰქონდა ჩაბარებული.

რექტორის არჩევნები სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ოქტომბერს ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები