ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მარიტას მშობლებს - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვაკის პარკში გარდაცვლილი მოზარდის, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის მშობლებს სამძიმარს უცხადებს:
ჩემი შვილი ედუარდი ცეკვაზე 55-ე სკოლაში დადიოდა, ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში. შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა და რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დამართნოდა.
ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს
ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს