მარიტა მეფარიშვილს ხვალ დაკრძალავენ
ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილ მარიტა მეფარიშვილს ხვალ, 15 ოქტომბერს დაკრძალავენ.
პანაშვიდი ვაკის სამების ეკლესიაში გაიმართება.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.