ქვეყანა კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა - სვეტიცხოველში ელექტროსისტემა წყობიდან გამოვიდა
ქვეყანა კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა. სვეტიცხოველში ელექტროსისტემა წყობიდან გამოვიდა. იატაკზე დამონტაჟებულ დენის კაბელს, რომელსაც სპეციალური დაზღვევის სისტემა არ ჰქონდა, ბავშვმა ფეხი დაადგა, რასაც მოკლე ჩართვა და სისტემის გათიშვა მოჰყვა.
სვეტიცხოვლის მთელი კომპლექსი იმ დროს ჩაბნელდა, როცა ტაძარში უამრავი ადამიანი იყო. ადგილზე ენერგეტიკოსები გამოიძახეს.
,,ენერგო პრო ჯორჯიაში" ,,პირველებს" უთხრეს, რომ დაზიანდა ტაძრის შიდა სისტემა. კადრებში რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა გადაიღო, ისმის მრევლის ხმა, ფრთხილად, დენი გადადის არ გაეკაროთ.
მსგავსი სიახლეები
09.09.26 23:22
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს
ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს