24 საათი ვაკის პარკის ტრაგედიიდან- გამოძიებას დამნაშავეები კიდევ არ გამოუვლენია
24 საათზე მეტი ვაკის პარკის ტრაგედიიდან და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა - საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეში.
24 საათია, ვაკის პოლიციაში დაკითხვების სერია მიმდინარეობს. გამომძიებლები რეკორდულად დიდ დროს ანდომებენ ,,გრინსერვის +"-ის ხელმძღვანელისა და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის დაკითხვას.
,,გრინსერვის +"-ის ხელმძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე, გუშინ საღამოს 6 საათზე შევიდა პოლიციის შენობაში და ამ დრომდე იქიდან არ გამოსულა.
ცოტა ხნის წინ გამოვიდა ვაკის პოლიციის შენობიდან ფურცხვანიძის ადვოკატი და მედიას მხოლოდ ის განუმარტა, რომ დაკითხვა ჯერ არ დასრულებულა.
ვაკის პოლიციის შენობაში რჩება მერიიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელიც, თუმცა, ფურცხვანიძისგან განსხვავებით, ის თავისუფლად გადაადგილდება შენობაში, თუმცა მედიის კითხვებს არც ის პასუხობს.
მსგავსი სიახლეები
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს
ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს