52 წლის დალი ტრაილერების ბიზნესით - ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების თანამონაწილედ გამოაცხადა

15.10.22 21:27
52 წლის დალი ტრაილერების ბიზნესით  - ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების თანამონაწილედ გამოაცხადა

"შაბათის ეთერმა" იპოვა საქართველოს ის მოქალაქე, ვინც რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების თანამონაწილედ გამოაცხადა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წითელი ტრაილერი, რომლითაც მოსკოვის მტკიცებით, რუსეთში 28 ტონა ტროტილი შეიტანეს, 52 წლის დალი მიქელაძეს ეკუთვნის. მიქელაძე "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ  მანქანა მისია.

"რუსულმა მხარემ მე რავიცი რა გაავრცელა, რაღაც სისულელეა. ვიდრე არ დასრულდება გამოძიება ვერაფერს გეტყვით"- უთხრა ჟურნალისტს 52 წლის ქალმა. 

დალი მიქელაძის ამ ინტერვიუს თუ დავეყრდნობით რუსული ეფ ეს ბე - ს ბრალდებაზე, რომ რუსეთში ტროტილი საქართველოდან შევიდა, საქართველოში გამოძიება დაიწყო, თუმცა არც შინაგან საქმეთა სამინსიტროს და არც სუსს ამ თემზე საჯაროდ არაფერი უთქვამთ.  მეტიც, საქართველოს მოქალაქე, მოსკოვმა ლამის აფეთქების თანაორგანიზატორად გამოაცხადა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ფაქტი არ დაუგმია.

რუსეთის გამოძიების ფედერალური ბიურო ირწმუნება, რომ 28 ტონა ტროტილით სავსე ავტომობილმა, საქართველოს სომხეთი და რუსეთის ტერიტორიები ისე გაირა, რომ მებაჟეებმა ვერაფერი გაიგეს. დალი მიქელაძე ტვირთების გადაზიდვის შეკვეთებს ტელეფონით იღებს, მის მანქანას კი სხვდასხვა მძღოლი ემსახურება. როდესაც სომხეთიდან რუსეთში ტვირთის წაღება შეუკვეთეს, ეს ერთ რიგით რეისი ეგონა, მაგრამ მისი ბიზნესისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

რუსეთის გამოძიების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ოთხი ქვეყნის 12 მოქალაქე მონაწილებდა, მათ შორის ორი საქართველოდან ვინმე ლევანი და სანდრო ინასარიძე.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ალექსანდრე ინასარიძე ავტომანქანის მფლობელის, დალი მიქელაძის შვილია. მეზობლების თქმით, კაცი უშიშროების სამსახურში მუშაობდა და პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.

ვიდრე რუსეთის უშიშროება ტერაქტის შესახებ მის ვერსიას ავითარებს, ქართული მხარე დუმს. ამიტომ უცნობია დაინტერესდა თუ არა ეფ ეს ბეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებით ქართული სამართალდამცავი უწყება. 

იმ ფონზე როდესაც საქართველოს ხელიუსუფლება დუმს მოსკოვთან დაპირისპირებას ცრუ ბრალდბებების გამო არ მეორიდა სომხეთი. ერევანმა საქართველოს მოქალაქეის კუთვნილი ქართულ ნომრიანი ავტომობილი გადაადგილების სრული ჩაანაწერი გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ პუტინმა მორიგი სპექტაკლი დადგა და არანაირი ტროტილი მანქანის საბარგულში არ ყოფილა, სკანერეზე შემოწმების დროს გამოჩნდა ტვირტი პოლიეთილენის ფირიები.

27 სექტემბერს 14 საათსა და 53 წუთზე, საქართველოს მოქლაქის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი სომხეთს საზღვარზე კვეთს, საჭეს "შაბათს ეთერის" მოპოვებული ინფორმაციით, სომხეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, არტურ ტერჯანიანი მართავს.

15 საათზე ბაგრატაშენის საბაჟოზე ტვირთის განბაჟებსი პროცედურა იწყება. სატვირთო სასწორზე შედგის და რენდგეზე ატარებენ. სკანერში ჩანს, რომ საბარგულში ნამდვილად პოლიეთილენის ფირებია, ამიტომ დეკლარაციას სხვა პროცედურები საქართველოს მოქალაქის ავტომობილმა არარატის საბაჟოზე გაიარა და დროებით საწყობში დაახლოებით 6 საათის შემდეგ, 22 საათსა და 46 წუთზე მივიდა.

28 სექტემბერს საბარგულში მოთავსებული ტვირთს სომეხი მებაჟეები ხსნიან, იქ არანირი ტროტილი არ არის, რასაც კრემლი ამტკიცებს, რწმუნდებიან მანქანით პოლიეთილენის ფირები გადაადაქვთ.

1 ოქტომბერს 00 საათსა და 30 წუთზე მანქანამ საბაჟო პუნქტიდან გასვლის ნებართვა მიიღო.

სომხური სასაზღვრო გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ტვირთის განბაჟების დოკუმენტაციის დასრულების შემდეგ ქართველი მეპატრონის კუთვნილი ავტომანქანა საბაჟოსაც და ქვეყანას ისე ტოვებს, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს.

თამთა დოლენჯაშვილის სიუჟეტი ვრცლად იხილეთ აქ:

 

 

მსგავსი სიახლეები