ვაკის სამების ტაძარში მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ვაკის სამების ტაძარში დაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდები უკვე დაიწყო. აქ უკვე იკრიბებიან მოზარდის ახლობლები, მეგობრები, სრულიად უცხო მოქალაქეებიც.
დღეს აქ ქვეყნის პირველ პირებსაც ელოდებიან, რომლებიც ამ დრომდე ვერ სცემენ პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებაში.
პანაშვიდები 14 საათამდე გაგრძელდება. შემდეგ კი ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სავარაუდოდ ვაკის კორტებზეც მიასვენებენ, იქ სადაც მარიტა ჩოგბურთის თამაშს სწავლობდა.