ლაზარე არის აქტიური, შემოდის კოტაქტში, სავარაუდოდ მალე გაწერენ - ექიმი ვაკის პარკში დაშავებული მოზარდზე

15.10.22 11:30
ლაზარე არის აქტიური, შემოდის კოტაქტში, სავარაუდოდ მალე გაწერენ - ექიმი ვაკის პარკში დაშავებული მოზარდზე

ვაკსი პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარეს  ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს იმაზე უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო.

კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალის" ექიმის, მარინა ფირცხალავას ინფორმაციით, მოზარდი უკვე სრულად  კონტაქტურია, სუნთქავს დამოუკიდებლად და მდგომარეობა დასტაბილურდა. 

მედიკოსი აცხადებს, რომ კრიტიკული ზღვარი უკვე გადალახულია და პაციენტს მალე გაწერენ.

ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა, ანუ სუნთქავს თავისით, დახმარების გარეშე, ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მაგრამ ჯერ მონიტორინგს კვლავ საჭიროებს. 

არის აქტიური, შემოდის კონტაქტში, შეკითხვებს პასუხობს, მაგრამ რისკები ჯერ დაკვირვებას საჭიროებს. 

სავარაუდოდ, ლაზარე მალე გაეწერება - განაცხადა ექიმმა მარინე ფირცხალავამ.

 

მსგავსი სიახლეები