წინასწარ განზრახულ ქმედებას, სხვას ვერაფერს ვუკავშირებ - ლაშა ფურცხვანიძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

15.10.22 12:12
წინასწარ განზრახულ ქმედებას, სხვას ვერაფერს ვუკავშირებ - ლაშა ფურცხვანიძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

,,გრინსერვის +"-ის ხელმძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას წინასწარ განზრახულ ქმედებას უკავშირებს. იმ კომპანიის დირექტორი, რომელიც ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა,  ახლა ცდილობს, მომხდარის საკუთარი ვერსია განავითაროს.
დაკითხვიდან გამოსულმა ფურცხვანიძემ აგანაცხადა, რომ  მკვლელ შადრევანზე სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით იყო ჩატარებული და არსებობს შესაბამისი დოკუმენტიც, რომელსაც ახლა სამართალდამცველები სწავლობენ.

პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რომელიც ჩავატარეთ. სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული. ყველა საბუთი არსებობს. ეს ნახეს უკვე პოლიციაშიც და გამოძიება დაადგენს. 

სანამ ეს აპარატურა ჩამოვიდოდა საქართველოში, შემოწმებული იყო. არსებობს ამის ტესტირების რეპორტები და დევს პოლიციაში.

ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთ წინასწარ განზრახულ ქმედებას, სხვას მე ვერაფერს ვუკავშირებ, ვერაფრით ვერ ვხსნი.

ამას უკვე გამოძიება დაადგენს. მეტსაც გეტყვით, ძაღლის ჩახტომის კადრებიც არსებობს, სამჯერ ჩახტა ძაღლი და არანაირი ის არ იყო. 

ჩვენ თითქმის 2 თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვიჩენია - განუცხადა მედიას ლაშა ფურცხვანიძემ.

ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 24 საათის განმავლობაში იკითხებოდა. 

მსგავსი სიახლეები