ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო - პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან

15.10.22 14:07
ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო - პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პირველი ჩოგანის საქმის განხილვაა მიმდინარეობს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო დარბაზში მეგობარ ქალთან, შარლოტა ელენასთან, ერთად მივიდა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითებიაან.

ბასილაშვილის უცხოელი მეგობარი ქალი მოსამართლის კითხვებს ამ წუთებში  პასუხობს. საქმე ეხება 2020 წლის 21  მაისის ეპიზოდს. შარლოტა ელენამ პროცესზე უნდა გაიხსენოს, რა მოხდა ამ დღეს ბასილაშვილსა და ნელი დოროყაშვილს შორის.

თავად ნეკა დოროყაშვილმა პროცესის დაწყებამდე მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხდა, რომ არ ელოდება, რომ ბასილაშვილის ოჯახის წევრები ობიექტური იქნებიან.

საინტერესოა, რა ჩვენებას მისცემს დღეს ეს მოწმე. მეც მაინტერესებს, როგორ არის დარიგებული დაცვის მხარის ადვოკატების მიერ. დღესაც ველოდები მორიგი ტყუილების სერიას - განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები