არ არის გამორიცხული, ეს სპეციალურად ყოფილიყო გაკეთებული ვიღაცის მიერ - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი
ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, ტარიელ კიკნაძე, აცხადებს, რომ საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულება, რაც ,,გრინსერვისი +"-ის დირექტორის ბრალეულობას დაამტკიცებდა.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვებს იმეორებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ეს ტრაგედია სპეციალურად მოწყობილიც კი იყოს.
საქმეში არ არის იმ დოზით მტკიცებულებები, რომელიც გახდებოდა საფუძველი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, ლაშა ფურცხვანიძის, პასუხისმგებლობის საკითხის დადგომისა.
არ არის გამორიცხული, რომ ეს სპეციალურად ყოფილიყო გაკეთებული ვიღაცის მიერ - განაცხადა ადვოკატმა.