ვუსამძიმრებ თბილისსა და მთელ საქართველოს- მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდზე ,,ლელოს" ლიდერი მივიდა
მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ვაკის სამების სახელობის ტაძარში იმართება. ტრაგიკულად დაღუპული გოგონასთვის პატივის მისაგებად მიდიან ოჯახის მეგობრები, ნათესავები და რიგითი მოქალაქეეები.
ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა ,,ლელოს" ლიდერმა, მამაუკა ხაზარაძემ.
ძალიან მძიმე დღეა ოჯახისთვის, თბილისისთვის, თვითოეული ჩვენთაგანისთვის. ვუსამძიმრებ მთელ თბილისსა და სრულიად საქართველოს.
ახლა მსჯელობა მიდის, უნდა გადადგეს თუ არა ქალაქის მერი. დღეს ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ფაქტი, რომ ერთი კომპანია იგებს ტენდერების 95%-ს, ყველაფერზე მიუთითებს. - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ერთი რამის თქმა მინდა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს- განაცხადა პანაშვიდზე მისულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ.
ამ დრომდე პანაშვიდზე არ გამოჩენილან ხელისუფლების წარმომადგენლები.