საქართველო ტრაგიკულად დაღუპულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს ემშვიდობება

15.10.22 15:10
საქართველო ტრაგიკულად დაღუპულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს ემშვიდობება

ქვეყანა ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს ემშვიდობება. ვაკიის სამების სახელობის ტაძარში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება.  13 წლის გოგონას რამდენიმე წუთში ტაძრიდან გამოასვენებენ.

უკანასკნელ გზაზე მოზარდს ხალხი  და თანაკლასელები გააცილებენ.  ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები -  ყველა სამძიმარს იღებს.

მარიტას ოჯახს უსამძიმრებს ლაზარეს ოჯახი. მოზარდის  უკანსაკნელ გზაზე გასაცილებლად ხელისუფლებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი და დედაქალაქის მერი მივიდნენ.

ოჯახს მიუსამძიმრეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.