ნელი მანქანას მიუახლოვდა, დაიწყო აგრესიულად ყვირილი და კარების ჯაჯგური - ბასილაშვილის მეგობარი ქალი

15.10.22 15:41
ნელი მანქანას მიუახლოვდა, დაიწყო აგრესიულად ყვირილი და კარების ჯაჯგური - ბასილაშვილის მეგობარი ქალი

ორ სააათზე მეტია, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა ბასილაშვილის მეგობარ ქალს კითხავენ. დაცვის მხარესა და პროკურორს  კითხვები ავჭალის ეპიზოდთან დაკავშირებით აქვთ.

დაზარალებულად ცნობილი ნელი დოროყაშვილი ამტკიცებს, რომ ამ დღეს დღეს მასზე ფიზიკურად ჩოგბურთელმა იძალადა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი, კარლოტა ჰელენა, კი ამბობს რომ იმ დღეს ავჭალაში იყო და ნიკას მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დაუნახავს.

ნელი ბავშვს ჩვენთან ყოფნას უკრძალავდა. ვიცოდი, არ მოსწონდა, ლუკასი რომ გავიცანი, რადგან ნიკას კივილით დაურეკა ტელეფონზე და მესმოდა, ეუბნებოდა, დედა გახდება ბავშვისო და ეს არ მოსწონდა. 

ნელის უნდოდა იქ მისვლა, სადაც ლუკასი და ნიკოლოზი იყვნენ. შემდეგ ნიკამ გადაწყვიტა ავჭალაში 3 საათით წასვლა. მე მესამე სართულზე, ტერასაზე ვიყავი. როცა ნიკას მანქანა მოვიდა, მე ხელი დავუქნიე ლუკასს, რადგან მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი. ნელის არ მოსწონდა, ლუკასი რომ გავიცანი. ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა.

დაახლოებით 20 წუთში ნელი მოვიდა. ნიკა და ლუკაასი ჭიშკართან მივიდნენ, ნიკამ ის მანქანისკენ წაიყვანა. 

ნიკამ ლუკასი მანქანაში ჩასვა, თვითონაც ჩაჯდა. ნელი გაყვა, უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდა. ნელიმ ყვირილი დაიწყო აგრესიულად და მანქანის კარების ჯაჯგური - განაცხადა პროცესზე ბასილაშვილის მეგობარმა ქალმა.

პროცესზე მალე დაზარალებულად ცნობილ ნეკა დოროყაშვილს მოუსმენენ. 

მსგავსი სიახლეები