პროტესტი ქუთაისში - მოსახლეობა აღმაშენებლის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგია
ქუთაისში მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. აღამაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები ბიზნესმენ დავით კოსტავას უპირისპირდებიან.
მოსახლეობა უკვე წლებია, მათ უბანში მრავალსართულიანი სახლის აშენების წინააღმდეგია, თუმცა ამის მიუხედავად, ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებარე კომპანიის ხელმძღვანელი მათ აშანტაჟებს და ემუქრება.
,,ანტიკორუცფიული მოძრაობის" ინფორმაციით, დარღვეულიაა მშენებლობის პირობებიც, არ არის გათვალისწინებული სარეკრეაციო ზონა და კორპუსს მაღალი ძაბვის ბოძთან აშენებენ, ამ ყველაფრის ნებართვა კი კომპანიის დირექტორმა სავარაუდოდ ,,ოცნებასთან" ახლო კავშირების გამო მიიღო.
იკვეთება უამრავი კანონდარღვევა. დაბინძურებული მდინარე რიონი. მოსახლეობას ფაქტობრივად აშანტაჟებენ. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ამ ადამიანს (დავით კოსტავას), ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მისი ოჯახის წევრი ,,ქართული ოცნების" დეპუტატია. შესაბამისად, წლებია, ეს მოსახლეობა შანტაჟის პირობებში ჰყავს.
მაგალითად, ერთ ფაქტს მოგიყვან. აუქციონზე იყო გამოტანილი სადარბაზოები და შიდა ეზო და 84 ათას ლარს სთხოვს მოსახლეობას, რადგან ეზოში დადგა რაღაც 2 სკამი და ნაძვები დარგო. - განაცხადა ,,გირჩის" წევრმა, თემურ ცამციშვილმა.