უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია, სამშობლოში ჩამოასვენეს.
უკრაინაში 10 ოქტომბერს დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია, სამშობლოში ჩამოასვენეს.
კვარაცხელია 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის წევრი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.
ედიშერ კვარაცხელიას ცხედარს სამშობლოში დახვდნენ წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა, ,,ენმ"-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თანამებრძოლები და უბრალო მოქალაქეები.
ედიშერ კვარაცხელიას სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, იქიდან კი მშობლიურ წალენჯიხაში დაასაფლავებენ.
მსგავსი სიახლეები
09.09.26 23:22
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს
ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს