მიღება-ჩაბარების 6 აქტი დამოწმებულია, მე-7 ჯერ არ შემოსულა, არ არის გავლილი - გიგი გიგაშვილი ვაკის შადრევანზე

15.10.22 17:22
მიღება-ჩაბარების 6 აქტი დამოწმებულია, მე-7 ჯერ არ შემოსულა, არ არის გავლილი - გიგი გიგაშვილი ვაკის შადრევანზე

მიღება -ჩაბარების მეშვიდე აქტი, რომელიც ჯერ შემოსულია, ჯერ არ არის გავლილი და მიმდინარეობს ამის გავლა - დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი, დუმილს არღვევს და აღიარებს, რომ ვაკის პარკში სამუშაოები ისე ჩაიბარეს, რომ ყველა დოკუმენტაცია შემოსული არ  იყო.

პოლიცის განყოფილებაში შესვლამდე მერიისმარალჩინოსანმა განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების 6 ეტაპი დასრულებული იყო, თუმცა მეშვიდე - არა. მისი გავლა ახლა უნდა დაწყებულიყო. ამით კი გიგაშვილმა პრაქტიკულად დადასტურა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი კალაძის უწყებამ ფორმალურად გააფორმა.

დღეის მდგომარეობით 7 ეტაპი გვაქვს გავლილი. 6 ეტაპი ამის დამოწმებულია და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არის. 

მეშვიდე აქტი, რომელიც ჯერ შემოსულია, ჯერ არ არის გავლილი და მიმდინარეობს ამის გავლა.

ეს არ არის ჩვენი უფლებამოსილება, რომ ჩვენ პირობითად ეტაპობრივად ჩავიბაროთ  კონკრეტული შესრულებული სამუშაო. ეს არის ჩვენი ვალდებულება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ, თუ დაექსპერტებულ დოკუმენტს შემოიტანენ და ექსპერტი დაადასტურებს სწორად შესრულებას, ჩვენ ამ დოკუმენტაციას ვიღებთ.

ჩვენ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულებას ვაკისრებთ მიმწოდებელს, რომ ნებისმიერი ნაკლოვანება, ან წუნი, რომელიც შეიძლება, ობიექტზე ნებისმიერ მასალას გააჩნდეს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა.

მე პირადად ამ კონკრეტულ შადრევანზე, ჩართულ სადრევანზე, მაქვწს მონაწილეობა მიღებული მის გასწორებაში~, მექანიკურად, პირობითად. 

ხელით ვარ შეხებული წყალსაც, არანაირი პრობლემა არც დენს, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არ არსებულა. 

პირადად მე თუ რამე ბრალი მიმიძღვის ამ კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო. - განაცხადა გიგი გიგაშვილმა.

მსგავსი სიახლეები