ვინ ჩაატარა ვაკის პარკის შადრევნის ექსპერტიზა - "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო" თაღლითობაშია მხილებული
თბილისში, დედაქალაქის ცენტრში, 12 მილიონიანი პროექტის 6 ექსპერტიზიდან 5 ჩაატარა კომპანიამ, რომელიც უპრეცედენტო თაღლითობაშია მხილებული. აღნიშნულს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულება ადასტურებს, რომელიც 2022 წლის 12 აპრილით არის დათარიღებული.
ირკვევა, რომ კომპანია "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო", რომელიც ტენდერებს იგებს, თელავშია რეგისტრირებული. ერთ-ერთი, 420 ათასლარიანი ტენდერი მან ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოიგო, თუმცა აღმოჩნდა, რომ დოკუმენტაციაში, რომელიც აღნიშნულმა კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა, ეწერა, რომ ექსპერტიზას უკვე გარდაცვლილი ექსპერტი ჩაატარებდა.
სწორედ "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" შეამოწმა 5 -ჯერ ვაკის პარკის შადრევანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 13 წლის არასრულწლოვანი ესმხვერპლა. კომპანიის დასკვნა მერიამ მიიღო.
მაკა ანდრონიკაშვილის სიუჟეტი ვრცლად იხილეთ აქ: