ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კომპანია "გრინსერვის პლიუსის" ხელმძღვანელს ამ დრომდე ჰკითხავენ

15.10.22 21:52
ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კომპანია "გრინსერვის პლიუსის" ხელმძღვანელს ამ დრომდე ჰკითხავენ

ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კომპანია "გრინსერვის პლიუსის" ხელმძღვანელს ამ დრომდე ჰკითხავენ. ლაშა ფურცხვანიძე გამოკითხვაზე დღის 14;00 საათის შემდეგ იმყოფება. ის განყოფლებაში დღეს განმეორებით დაიბარეს. სწორედ ფურცხვანიძის კომპანიამ ჩაატარ ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თავდაპირევლად სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს 30 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. მან პოლიციის შენობა გუშინ გვიან ღამით დატოვა და თქვა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული აქვს. მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ვაკის პარკში განზრახ წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა ვის მიერ, არ დაუკონკრეტებია.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ დაიბარეს ფურცხვანიძე განყოფილებაში მეორედ. 

შშს-ს ინფორმაციით, ფურცხვანიძე დაკავებული არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები