კომპანიის დირექტორი, რომელმაც ვაკის შადრევნის 5 საექსპერტო დასკვნა დადო, "პირველებს" ემალება

16.10.22 11:17
კომპანიის დირექტორი, რომელმაც ვაკის შადრევნის 5 საექსპერტო დასკვნა დადო, "პირველებს" ემალება

"სამშენებლოს ექსპერტიზის ბიუროს" ხელმძღვანელი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის 5 საექსპერტო დასკვნა მოამზადა,  ჟურნალისტებს ამ დრომდე ემალება. "პირველები" ცინცაძის 49 ნომერში, იმ ადგილას მივიდა, სადაც წესით, აღნიშნული კომპანიის ოფისი უნდა ყოფილიყო განთავსებული, თუმცა ადგილზე არავინ დახვდა. 

კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მენეჯერის პოზიციაზე მუშაობადა,  ჟურნალისტებს სატელეფონო საუბარში  უდასტურებს, რომ კომპანიას აკრედიტაცია შეჩერებული აქვს. და ის შავ სიაშია შეყვანილი. საქმე ეხება ბორჯომის გამოცხადებულ ტენდერს, როდესაც კომპანიამ ექსპერტად ერთი წლის გარდაცვლილი ადამიანი გაუშვა.

სწორედ აღნიშნულ კომპანიას დაავალა თბილისის მერიამ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების საექსპერტო ანგარიშების მომზადება.

დაკეტვით არა, მაგრამ აკრედიტაცია ჰქონდა შეჩერებული ხელმომწერი ადამიანის გამო. მოკლედ, რაღაც კონკრეტული შემთხვევები იყო. აკრედიტაცია შეჩერებული აქვს იანვარ-თებერვლიდან. ახლა რამდენად ფუნქციონირებს მე ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე უკვე თითქმის წელიწადია, რაც წამოსული ვარ ამ სამსახურიდან და შეხება აღარ მაქვს, - ამბობს ყოფილი თანამშრომელი. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ სამშენებელო ექსპერტიზის კომპანია კახეთში იყო რეგისტრირებული, ხოლო ტენდერების მოსაგებად კომპანია გამაოგნებულ დანაშაულს სჩადიოდა და გარდაცვლილი ადამიანებს ექსპერტებად ასაღებდა. "სამშენებლოს ექსპერტიზის ბიურო" შავ სიაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიყვანა. 

მსგავსი სიახლეები