"შავ შიაში მერიაა შესატანი"- "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი

16.10.22 11:32
"შავ შიაში მერიაა შესატანი"- "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების და დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი პირდაპირ ამბობს, რომ მერია კორუფციაშია ჩაფლული და შავ სიაში არა მხოლოდ სამშაოების მწარმოებელი კომპანიები, არამედ თავად თბილისის მერიაა შესატანი. 

ცენტრალურ პარკში, სადაც ბავშვები დადიან, ერთი ფირმა აკეთებს შავ სიაში შეტანილი და მეორე შავ სიაში შეტანილი ფირმა ამოწმებს და ეს ყველაფერი იმას მიუთითებს მხოლოდ, რომ შავ შიაში შესატანია მერია, რომელიც იღებს ხელფასებს მხოლოდ იმაში, რომ უზრუნველყოს ქალაქის გამართულად მუშაობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ აეღოთ, უკვე გადამდგარი უნდა ყოფილიყო და სამართლებრივ პასუხისმგებლობას რაც შეეხება, არ მგონია, ვინმეს ჰქონედს დიდი იმედი მოსამართლეების ამ ქვეყანაში, - ამბობს  ნატა ფერაძე. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ სამშენებელო ექსპერტიზის კომპანია კახეთში იყო რეგისტრირებული, ხოლო ტენდერების მოსაგებად კომპანია გამაოგნებულ დანაშაულს სჩადიოდა და გარდაცვლილი ადამიანებს ექსპერტებად ასაღებდა. "სამშენებლოს ექსპერტიზის ბიურო" შავ სიაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიყვანა.  

მსგავსი სიახლეები