ვაკის შადრევნის სამუშაოები უცხოელმა ექსპერტებმაც შეამოწმეს - "გრინსერვის პლიუსის" ხელმძღვანელი
ლაშა ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ ვაკის პარკის მკვლელი შადრევანი "გრინსერვის პლიუსის" გარდა, უცხოელ ექპსერტებსაც ჰქონდათ შემოწმებული. მეორე დაკითხვის შემდეგ პოლიციის განყოფილებიდან გამოსული ფურცხვანიძე ირწმუნება, რომ კოპანიამ სარეაბილიტაციო შადრევანზე სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობის და საუფრთხოების წესების გათვალისწინებით ჩაატარა.
ჩვენ ყველა სამუშაოები გვქონდა წესების დაცვით გაკეთებული, რაც პროექტში იყო და რაც მოთხოვნაა საქართველოს კანონმდებლობა ზოგადად ასეთი ტიპის სამუშაოებოს მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა-მეთქი, იმ დღესაც გითხარით, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს, არა მარტო ჩვენ, არამედ უცხოურ სპეცალისტსაც და ასევე, შემოწმებული აქვს უკვე ექსპერტებსაც. ამის მერე შეამოწმებს უკვე ექსპერტიზა და მოდით, გამოძიებამ გაგვცეს პასუხი-, - თქვა გამოკითხვის შემდეგ ფურცხვანიძემ.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კომპანია "გრინსერვის პლიუსის" ხელმძღვანელს გუშნ გვიან ღამემდე ჰკითხავდნენ. ის განყოფლებაში ორჯერ დაიბარეს. სწორედ ფურცხვანიძის კომპანიამ ჩაატარ ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თავდაპირევლად სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს 30 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. მან პოლიციის შენობა გუშინ გვიან ღამით დატოვა და თქვა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული აქვს. მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ვაკის პარკში განზრახ წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა ვის მიერ, არ დაუკონკრეტებია.
სწორედ ამ განცხადების შემდეგ დაიბარეს ფურცხვანიძე განყოფილებაში მეორედ