შეთანხმება შედგა - ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტი შეწყვიტეს

25.04.21 13:19
შეთანხმება შედგა - ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტი შეწყვიტეს

ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტი შეწყვიტეს. "ჯორჯიან მანგანეზსა" და მემაღაროელებს შორის შეთანხმება შედგა. პირველი მაისიდან დასაქმებულებს ახალი ხელშეკრულება გაუფორმდებათ,რომლის მიხედვითაც ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ.კომპანია დასაქმებულებს სადღესასწაულო პრემიების მიღებასაც დაპირდა.

ყველა მუშა-მოსამსახურეს ხელფასი მოემატება 250 ლარის ოდენობით, სადღესასწაულო დღეებშიც გათვალისიწნებული იქნება გარკვეული ფინანსური საჩუქარი," -განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მაღაროელები 3 დღე გაფიცულები იყვნენ.ისინი სამუშაოს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან.