13 წლის ლაზარე შესაძლოა, კლინიკიდან დღესვე გაწერონ - მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
13 წლის ლაზარეს ბოლო კვლევები უტარდება. მოზარდი კლინიკიდან შესაძლოა, დღესვე გაწერონ. "ჰიუ ჰოსპიტალშ" ამბობენ, რომ დაშავბეული მოზარდის მდგომარეობა ყოველწუთიერად უმჯობესდება.
კლინიკის ხელმძღვანელი დავით სიბაძე აცხადებს, რომ ლაზარე ლობჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ლაზარეს მდგომარეობა დააკმაყოფილებელია აბსოლუტურად. უკვე გავიდა ის პერიოდი, რომელიც სხვადასხვა რისკებთან იყო დაკავაშირებული. ამ წუთისთვის გარკვეული კვლევების და კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტავთ, სავარაუდოდ, აღარ იქნება მისი ინტენსიურ თერაპიაში გაჩერება და მისი მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება ამბულატორიულად. დღეს ალბათ დღის განმავლობაშ სახლში გავუსვებთ, - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე ერთ-ერთი იმ არასრულწლოვანთაგანია, რომელიც საბედისწერო დღეს ვაკის შადრევანში ჩავიდა და დენმა დაარტყა.