შავ სიაში მოხვედრა ხომ არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო? - სკანდალში გახვეული ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი თავს იმართლებს
როგორ ამოწმებს გარდაცვლილი ექსპერტი სამშნებელო ობიექტებს - ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სკანდალში გახვეული ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი თავს იმართლებს. კომპანიაში "პირველებს" ეუბნებიან, რომ შადრევანი დეტალურად შეამოწმეს და დასკვნაც კვალიფიციური დადეს.
ზურაბ ამირანაშვილის თქმით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დასკვნის მოზმდება მათ "გრინსერვის პლიუსმა" შეუკვეთა. ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ მხოლოდ სამშნებელო სამუშოაები და მისი ხარისხი უნდა შეეფასებინათ და ელექტროგაყვანილობასთან საქმე არ ჰქონდათ.
ჩვეულებრივი დამკვეთი იყო, გვიკვეთავდა ექსპერტიზას და ვუსრულებდით, მეტი არაფერი. ეს ბოლო ერთი თუ ორი დასკვნა გააკეთეს სხვაგან. ჩვენ ჩავატარეთ მარტო დემონტაჟის სამუშაოებზე ექსოერტიზა, მერე რაღაც ბეტონების სამშნებელო სამუშაოები იყო ანუ ბეტონები ჩაასხეს, მაგეებზე ჩავატრეთ. ელექტრონაწილზე რომ გადავიდნენ, ჩვენთან აღარ მოვიდნენ, უკვე სხვაგან წავიდნენ. შევაფასეთ დადებითად, იმიტომ, რომ მოდიოდა ფარული სამუშაობს აქტები, მოდიოდა დამოწმებული ფორმა 2-ები და მაგის მერე ვიძლეოდით დასკვნებს ჩვენ. რა ეტაპებიც გავაკეთეთ, იმ ეტაპეში ელექტროობა არ იყო. შადრევანთან რაც სამონტაჟო სამუშაოებია, ის ჩვენ დროს არ მომხდარა, ჩვენ დროს იყო სამშენებლო სამუშოაები. ღია კაბელი, ან შეიძლება გადაბმა სადღაც ყოფილიყო არასწორი ან დამიწებისგან, რა ვიცი... ან თითონ შეიძლება რაღაცა გაფუჭდა. შავი სია მიკრძალავს უბრალოდ ტენდერებში მონაწილეობას, თორემ ფიზიკურ პირთან მე პრობლემა არ მაქვს, - ამბობს ამირანაშვილი.
"სამეშენებლო ექსპერტიზის ბიუროს" ხელმძღვანელი "პირველებთან" ,ფაქტობრივად, აღიარებს, რომ მან სისხლის სამართლის დანაშუალი ჩაიდინა. საქმე ბორჯომში ჩატარებულ ტენდერს ეხება, სადაც მან ექსპერტად გარდაცვლილი ადამიანი გააგზავნა.
მაგ ხელმოწერის გულისთვის, რომელი ადამიანიც გარდაცვლილი იყო. გადმოგზავნილი ჰქონდა თვითონ, სანამ ცოცხალი იყო მეილზე ფაქსი და დავადეთ ის, იმიტომ, რომ ვურეკავდით და არ გვპასუხობდა. ჩვეულებრივად ვაგე პასუხი. შავ სიაშიც მოხვდა, გამასამართლეს კიდეც და აკრედიტაციაც გამიუქმეს. შავ სიაში მოხვედრა და ერთი დანაშაული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით უნდა მოვკვდე და აღარ ვიმუშაო?- ამბობს ამირანაშვილი.