ჯილდო სამოქალაქო გმირობისთვის - საკრებულოს წევრები პრეზიდენტს ვაკის პარკის მებაღის დაჯილდოვებას სხოვენ
ჯილდო სამოქალაქო გმირობისთვის - საკრებულოს წევრები პრეზიდენტს ვაკის პარკის მებაღის, დევი მეზურნიშვილის დაჯილდოებას სთხოვენ. სიაში ასევე, სულ 5 ადამიანია, 2 ექიმი, სასწრაფის ექიმი, მძღოლი და კიდევ ერთი მოქალაქეა. წერილობით თხოვნას ორბელიანის სასახლეშ სალომე ზურაბიშვილის სახელზე ხვალ ხვალ ჩააბარებენ.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის დაჯილოდევდეს დევი მეზურნიშვილი, ვაკის პარკის მებაღე, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შევიდა წყალში მაღალი ძაბვის ქვეშ და გადაარჩინა ბავშვების სიცოცხლე.გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის დაჯილდოვდეს სასწრაფოს უმცროსი ექიმი ლექსო დარასელია, გამოცენილი სამოქალაქო გმირობისთვის დაჯილოდვდეს სასწრაფოს მძღოლი კახაბერ გაბრელიანი, ადმიანია, რომელმაც საკუთარი ზურგით ატარა ბავშვები სასწრაფომდე და ექიმებს მისცა შესაძლებლობა გადაერჩინათ ეს ბავშვები. გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის დაჯილდოვდეს ქალბატონი მეგი ბანცაძე, მოქალაქე, რომელმაცს ასწრაფო დახმარების მოსვლამდე გაუწია პირველადი დახმარება ბავშვებს და მათ შეუნარჩუნა სიცოცხლე. ეს ადამიანები არიან გმირები, შესაბამისად, ამათის ახლეები და გვარები უნდა იცოდეს საზოგადოებამ, - განაცხადა საკრებულოს წევრმა ენმ-დან ზვიად კუპრავამ.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა 13 ოქტომბერს დაარტყა. მერვეკლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ, 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა. მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხეხრდა.