"თუ არ მორჯულდებიან, ყველას გავცემ პასუხს" - მეუფე იაკობის მუქარა ამბიონიდან

25.04.21 13:34
"თუ არ მორჯულდებიან, ყველას გავცემ პასუხს" - მეუფე იაკობის მუქარა ამბიონიდან

ყველას გავცემ პასუხს - მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებისას ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ბოდბელი მიტროპოლიტი ამბოხებულ მღვდლებს დაემუქრა.

უვიცები არის ასე, არ ასწავლიან, არაფერი იციან. ბევრს ვიცნობ იმათ, არავითარი სკოლაც არ აქვთ გავლილი, მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ მონასტრებშიც. ჩამშვებები იყვნენ და იმიტომ არიან უმეტესობა მასე. ყველას გავცემ პასუხს. ერისკაცები რომ ყოფილიყვნენ, ერში რასაც მიიღებდნენ, იმას მიიღებენ აუცილებლად, თუ არ მორჯულდებიან" - თქვა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.