ბუნტი მეუფე ზენონის წინააღმდეგ - მრევლი საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსის გაწვევას სთხოვს
მრევლის ბუნტი მეუფე ზენონის წინააღმდეგ - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსს ხალხი აქციებს ეკლესიაში უწყობს. ლონდონის ცენტრში ქართული ტაძრის ეზოში შეკრებილები საპატრიარქოს მეუფე ზენონის გაწვევას სთხოვენ. მორწმუნეები მას მრევლის გახლეჩვასა და დაპირისპირებაში ადანაშაულებენ.
მრევლის პროტესტი კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საპატრიარქოში დაბარებულმა მეუფე ზენონმა ილია მეორეს შეხვედრაზე, პრაქტიკულად, უარი უთხრა.
მორწმუნეები ასევე სასულიერო პირის გადაწყვეტილებებით არიან უკმაყოფილოები, რომელმაც ლონდონის საკვირაო სკოლის გაუქმებას ეხება. მათი თქმით, მეუფე ზენონმა სკოლა მხოლოდ იმიტომ გააუქმა, რომ ბავშვების ხმაური აწუხებდა.
ამასთან, მრევლი ამბობს, რომ მეუფემ ტაძარი საკუთარ საცხოვრებელ რეზიდენციად გადააქცია და მათ იქ თავისუფლად მისვლა შეეზღუდათ.
ცალსახად თავს არიდებს პასუხისმგებლობას. ჩვენ ამ განაწილებამ და დაპირისპირებამ დაგვანგრია.წავიდეს თავის გზაზე და ჩვენ კიდევ ჩვენს გზაზე დაგვტოვოს, - ამბობს მრევლი.
ბოლო რამდენიმე კვირაა ლონდონის მრევლის მღელვარებამ იმატა. აღნიშნული ამბავი საქართველოს პატრიარქამდეც მივიდა, რომელმაც მეუფე ზენონ იარაჯული საპატრიარქოში დაიბარა. პატრიარქის მოთხოვნის მუხედავად, მეუფე ზენონმა ილია მეორეს უარის წერილი მისწერა და უთხრა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.
დგას თუ არა დღის წესრიგში მეუფე ზენონისთვის მთავარეპისკოპოსის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი, სინოდის წევრები ჯერჯერობით არ ამბობენ.