"გრინ სერვის პლიუსი" თეთრ სიაში კანონდარღევით შეიყვანეს - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

17.10.22 11:39
"გრინ სერვის პლიუსი" თეთრ სიაში კანონდარღევით შეიყვანეს - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის მკვლელი შადრევანი ააშენა, თეთრ სიაში იყო შეყვანილი და სახელმწიფოსგან  შეღავებთით სარგებლობდა. აღმოჩენილი ახალი დოკუმენტები  ადასტურებს, რომ "გრინ სერვიუს პლიუსი"  თეთრ სიაში, სავარაუდოდ, კანონდარღევით შეიყვანეს. 

ირკვევა, რომ თეთრ სიაში შესატანად აუცილებელი პირობა ნასამართლეობის არქონაა, კომპანია "გრინსერვის პლიუსის" ხელმძღვანელი კი ნასამართლევია. 

ამ ფონზე ოპოზიციას აინტერესებს, რატომ სარგებლობდა კომპანია პრივილიგეგიით და როგორ მოხვდა ის თეთრ სიაში.

თავიდან იყო დარეგისტრირებული შავ სიაში. მას აკრძალული ჰქონდა ტენდერებში მონაწილეობა, თუმცა მან მოახერხა და შავი სიიდან აღმოჩნდა თეთრ სიაში. ანუ უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ კრიტერიუმებს, მათ შორის, უნდა იქნეს წარმოდგენილი ცნობა ნასამრთლეობის შესახებ და საინტერესოა, ნასამართლევმა ადამიანებმა როგორ წარმოადგინეს ეს ცნობა. თეთრ სიაში, ძირითადად არიან ხოლმე ხელისუფლების ფავორიტი კომპანიები, რომ ეს კომპანიაც იყო თბილისის მერიის ფავორიტი კომპანია და სწორედ ამიტომ არის, რომ ბიუჯეტიდან დაახლოებით 80 მლნ ლარის კონტრაქტები აქვთ მიღებული. კაცმა არ იცის, სად რა კაბელი უდევს და ეს როდის იჩენს თვას, კიდევ ახალი უბედურებაა. ამიტომ, უნდა მოხდეს ყველა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თავიდან ინსპექტირება, - ამბობს საკრეულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ნადირაძე. 

ხელისუფლების ოპონენტები  კახა კალაძის საკრებულოში მისვლას ითხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა საკრეულოში დედაქალაქის მერი. 

მსგავსი სიახლეები