უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი წალენჯიხაში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია მშობლიურ სახლში, სამეგრელოში გადაასვენეს.
სამგლოვიარო პროცესიას ადგილობრივები საქართველოს და უკრაინის დაშვებული დროშებით დახვდნენ.
მიწაზე დაფენილია რუსეთის დროშა - კვარაცხელიასთვის პატივის მისაგებად მისულებმა ჯერ რუსეთის დროშას უნდა დააბიჯონ ფეხი.
ომში ოკუპანტების მიერ მოკლულ გმირს ხვალ სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ედიშერ კვარაცხელია გამნაღმველი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის მონაწილეც.