"სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროექტი" - ექსპერტები "ალტ-ინფოს" ინიციატივაზე

17.10.22 12:31
"სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროექტი" - ექსპერტები "ალტ-ინფოს" ინიციატივაზე

სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროექტი -  ასე აფასებენ ანალიტიკოსი და რუსეთის ჰიბრიდული ომის მკვლევარები მოსკოვის გზვნილებს, რომელიც საქართველოში "ალტ-ინფომ" ჩამოიტანა. საუბარია სტუდენტების და სპორტსმენების გაცვლით პროგრაამზე, რომელიც პრორუსულმა მოძრაობამ რუსეთის ხელისუფლებასტან ერთად დაგეგმა. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში საფრთხეები რუსეთიდან ძალიან გაიზარდა და მოსკოვი საქართველოში საკუთარი გავლენების გაფართოებას ცდილობს, ამ ფონზე კი ხელისუფლება დუმს.

უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში იმიტომ მიაღწია წარმატებას, რომ მოახდინა მტრებტან კოლაბორაციაში მყოფი ხალხის გამოვლინება და კონსოლიდირებულიას ახელმწიფოც, საზოგადოებაც დ ა ხალხიც და ჩვენთან ვხედავთ, რომ ეს ძალები აქამდე იყვნენ ხელშეუხებლები და ისინი თავის დღის წესრიგს მიჰყვებიან. კითხვა არის, სახელმწიფო რას აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები? საქართველოში ეს ძალა მოაძლიერა ხელისუფლებამ, რომელმაც არ გახადა ის ანგარიშვალდებული კანონის წინაშე, - ამბობს ექსპერტი თამარ კინწურაშვილი. 

მსგავსი სიახლეები