"გრინსერვის პლიუსის" მიერ შესრულებული სამუშაოები - ოპოზიცია უსაფრთხოების კომისიის შექმნას ითხოვს

17.10.22 13:25
"გრინსერვის პლიუსის" მიერ შესრულებული სამუშაოები - ოპოზიცია უსაფრთხოების კომისიის შექმნას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ.  ოპოზიციის წარმომადგენლები უსაფრთხოების კომისიის შექმნას მოითხოვენ. საუბარია ახალი მაკონტროლებლის მიერ ყველა იმ ობიექტის შემოწმებაზე, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც თეთრ სიაში კანონდარღვევით შეტანილმა "გრისერვის პლიუსმა" შეასრულა. 

ოპოზიცია ეჭვობს, რომ უსაფრთხოების ნორმები ვაკის პარკის შადრევნის გარდა სხვა ადგილებზზეც დარღვეულია. მათი თქმით, ექსპერტიზა დაწერილია და არა ჩატარებული. 

ენმ-ს წევრებმა პუშკინის სკვერში გამართულ ბრიფინგზე 20-მდე ლოკაცია ჩამოთვალეს, რომელიც თავიდან არის შესასწავლი.

ყოველი წუთი დუმილის და ამ კომპანიის გაგრძელებული საქმიანობის, რომ ხვალ-ზეგ, უახლოეს წუთებში და საათებში რაიმე მორიგი დიდი ტრაგედია დატრიალდეს, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული უამრავი ლოკაცია ქალაქში და ხელთ მიჭირავს ახლა დოკუმენტები. ეს არის არასრული სია იმ კონკრეტული ლოკაციების, სადაც კომპანიამ შეასრულა არაერთი რეაბილიტაციის სამუშაო. ათობით ლოკაციაა და არ ვიცით რა ხდება ამ კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ სამუშაოზე. ამიტომ, გვექნება კონკრეტული მოთხოვნა და მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, - განაცხადა სკვერში ენმ-ს წევრმა საკრებულოდან ირაკლი ნადირაძემ. 

საკრებულოს ოპოზიცია კახა კალაძეს კითხვებზე პასუხიების გასაცემად საკრებულოში იბარებს. ხელისუფლების ოპონტებს აინტერესებთ, რამდენად ტექნიკურად გამართულად ჩაატარა კომპანია "გრინსერვის პლიუსმა" სამშენებლო სამუშაოები. 

"ქართული ოცნება" კი დედაქალაქის მერის საკრებულოში მისვლის აზრზს ვერ ხედავს. მათი თქმით, ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიება გასცემს. 

არავინ არავითარ პასუხისმგებლობას არ გაურბის, ყველა ღიად საუბრობს, მათ შორის, ქალაქის მერი იმაზე, რომ კიტხვას პასუხი უნდა გაეცეს. რაც შეეხება უშუალოდ ვინმეს დაბარებას საკრებულოში, თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების პროცესშ დამატებით კითხვების დასმა და ცირკის მოწყობა მე სწორად არ მიმაჩნია. 100-ზე მეტი ადამიანი იკითხება. მერიის და კომპანიის თანამშრომლები დრემდე იქ არია, დაკითხვაზე. ახლა, ამ ეტაპზე მოწვევა რიგგარეშე სხდომის  იქნება აბსოლუტური ფარსი, - ამბობს თბილისის სკარებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარე ოთარ გრიგოლია. 

"პუირველებს" ხელთ აქვს დოკუემნტი, რომლის თანახმადაც "გრინსერვის პლიუსი" საბავშო ატრაქციონებსაც ამონტაჟებს. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია აღნიშნული ატრაქციონების შემოწმებასაც ითხოვს.  

მსგავსი სიახლეები