ბათუმის სასამართლომ ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გაამართლა

25.04.21 14:47
ბათუმის სასამართლომ ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული  გაამართლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ,  ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აქტივისტი,ალბერტ არაქელოვი გაამართლა.საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, პოლიციელისადმი  დაუმორჩილებლობა არ გამოიკვეთა, რისი გათვალისწინებითაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.

ბრალდებულის ინტერესებს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.