თბილისში, ატენის ქუჩაზე, 13 სართულიანი კორპუსი ინგრეევა - მოსახლეობა შველას ითხოვს
სამაშველო სამსახურები იყო ცოტახნის წინ მობილიზებული ატენის ქუჩაზე, სადაც 13 სართულიანი კორპუსი ინგრეევა. კედლების ნაწილი დაბზარულია და ღამით ბათქაშში სცვივა.
ექსპერტიზის დასკვნით, კორპუს სასწრაფოდ გამაგრება სჭირდება, თუმცა უკვე ხუთი თვეა მერიის წარმომადგენლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაუწყიათ, რის გამოც კედლიდან ფრაგმენტები კიდევ ჩამოცვივდა.
მერიის გულგრილობაზე საუბრობს კორპუსში მცხოვრები ქალბატონი და შველას ითხოვს.
„მერიიდან იყვნენ მოსულები რამდენიმე თვის წინ, გვითხრეს, რომ ამის შეკეთების დრო არ არისო. ამიტომაც, მე უნდა შემეკეთებინა ჩემი ძალებით, რადგან თვითონ მერია ამ ეტაპზე არ გააკეთებდა. ვინაიდან ეს ბზარი რამდენიმე დღეა უფრო მეტად გაიხსნა, დავრეკეთ ცხელ ხაზზე, დრეს მოვიდნენ, ზოგიერთი თანამდებობის პირი გატრიალდა, არც შეამოწმა და წავიდა. ვაკის გამგეობაში მითხრეს, 4 სართულიანი რომ იყოს ეს სახლი მოგხედავდითო, 4-ზე მეტი არ გვეკუთვნისო. ვუთხარი, ვისაც 13 სართულიანი ეკუთვნის, იმას გადაგვაბარეთ-თქო, ასეთი სამსახური არ არისო, მითხრეს“. - ამბობს მაცხოვრებელი.
თბილისის მერიის თანამშრომელი "პირველებთან" ადასტურებს, რომ შენობას მართლაც აქვს ბზარები, რომ კედლები მართლაც ჩამოშლის პირასაა და ვეღარ უძლებს იმ სიმძიმეს, რომელიც ზედ აწვეს.
"პირველებმა" ასევე მოიპოვა ფარული ჩანაწერი, სადაც მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თბილისში ეს არ არის ერთადერთი კორპუსი, რომელსაც ჩამოშლის საფრთხე ემუქრება.