30 დღიანი სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - "ლელოს" ახალი კანონპროექტი

17.10.22 17:30
30 დღიანი სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - "ლელოს" ახალი კანონპროექტი

პარტია "ლელომ" პარლამენტში რუსეთის მოქალაქეებისთვის 30 დღიანი სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. ამის შესახებ "პირველებთან" დავით უსუფაშილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კანონი არ შეეხებათ პირებს, რომლებსაც საქარტველოს ტერიტორიაზე ჰყავთ ნათესავი ან უწინ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ,. 

„ლელომ“ დაარეგისტრირა კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქეებისთის 30 დღიანი ვიზის შემოღების თაობაზე. ჩვენი კანონპროექტით სავიზო რეჟიმი არ შეეხებათ მათ, ვისაც ჰქონდათ უწინ საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოს ტერიტორიაზე ჰყავთ ნათესავი საქართელოს მოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მზადაა ჩვენს კანონს ხელი მოაწეროს, - ამბობს დავით უსუფაშვილი.

 

 საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განაცხდა, რომ რუსეთთან შესაძლოა,ს ავიზო რეჟიმის დაწესება გახდეს საჭირო. სალომე ზურაბიშვილი თქმით, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. 

მსგავსი სიახლეები