ბასილაშვილი, შესაძლოა, სხვების მხრიდან განიცდიდა ტანჯვას, მაგრამ არა ნელი დოროყაშვილისგან - ადვოკატი

17.10.22 17:36
ბასილაშვილი, შესაძლოა, სხვების მხრიდან განიცდიდა ტანჯვას, მაგრამ არა ნელი დოროყაშვილისგან - ადვოკატი

ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვა გრძელდება. ძალადობაში მხილებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ექსპერტის მოწმეთა სიაში ჩასმას ითხოვს, საუბარია ფსიქოლოგზე, რომელმაც ჩოგბურთელს ყოფილ ცოლთან კონფლიქტის შემდეგ მოუსმინა. 

ბასილაშვილი აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მასაც ჰქონდა. 

ნელი დოროყაშვილის ადვოკატის, ანა თავხელიძის თქმით კი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, შესაძლოა, სხვების მხრიდან განიცდიდა ტანჯვას, მაგრამ არა ნელი დოროყაშვილისგან.

„სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაში მას არ ჩაუტარებია ეს ექსპერტიზა, განსხვავებით დაზარალებულისგან.  ეს ერთ-ერთი გარემოება არის, ხოლო კონკრეტულად რა სტანდარტი არის დაცული, აკმაყოფილებს თუ არა ექსპერტიზის საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს, ამის გამოკვლება დღეს მოდება სასამართლო პროცესზე. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით ამ დოკუმენტის შინაარსს, რომ თითქოს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტანჯვას განიცდიდა რაიმე ქმედების შედეგად ნელი დოროყაშვილის მხრიდან. შეიძლება სხვა პირების მიმართ განიცდიდა, მაგრამ ნელი დოროყაშვილის მხრიდან არა“. - განაცხადა დოროყაშვილის ადვოკატმა.

სხდომა მედიისთვის დაიხურა, რადგან მხარეებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ისაუბრონ.

მსგავსი სიახლეები